ფილმში – Kiss of the Spider Woman შესრულებული როლისთვის კრიტიკოსების ხმამაღალი აღიარებისა და მაყურებლის მოწონების მიუხედავად, ჯენიფერ ლოპესი ,,ოქროს გლობუსის” ნომინანტთა მიღმა დარჩა.
არიანა გრანდე ,,ოქროს გლობუსის” ნომინანტთა შორის მეორედ მოხვდა – დაჯილდოების ნომინანტები ცნობილია
აღსანიშნავია, რომ ჯეი ლო მომავალი კინოდაჯილდოებების ნომინანტთა შორის მოიაზრებოდა, თუმცა მისი კანდიდატურა Critics’ Choice Awards-ზეც უგულებელყვეს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ,,ოქროს გლობუსის დაჯილდოება” ისევე როგორც სხვა პრესტიჟული კინოდაჯილდოებები ,,ოსკარების” პოტენციურ ნომინანტებს განსაზღვრავენ, უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამერიკის კინოაკადემია და ვიხილავთ თუ არა ლოპესს უმთავრესი კინომოვლენის ნომინანტთა შორის.
პროგნოზების თანახმად, დაჯილდოებების სეზონზე ჯენიფერ ლოპესს მანუელ პუიგის 1979 წლის ნოველისა და მასზე დაფუძნებული 90-იანი წლების ბროდვეის გახმაურებული მიუზიკლის – ,,ქალი-ობობას კოცნა” ეკრანიზაციაში მონაწილეობისთვის, ნომინაცია – ,,ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლისთვის” უნდა მიეღო.
ცნობისთვის, ჯენიფერ ლოპესი ,,ოქროს გლობუსის” ორგზის ნომინანტია.