LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედი მაქვს, გესმით, რასაც ვგულისხმობ, დაე, ამაზე სხვებმა იდარდონ!“ – ვიქტორია ბექჰემი ვაჟის ირგვლივ ატეხილ ხმაურზე

396
page

ვიქტორია ბექჰემი ნიუ-იორკში გამართულ, Time100-ის სამიტზე გამოჩნდა და პირველად ისაუბრა იმ „ხმაურზე“, რომელიც მისი და მისი შვილის, ბრუკლინის ირგვლივაა ატეხილი.

ვიქტორია ბექჰემის პირველი ოფიციალური განცხადება შვილთან კონფლიქტის შესახებ

52 წლის დიზაინერმა ღონისძიებაზე საკუთარი ბრენდის ვარდისფერი კაბა მოირგო, რომელსაც წითელი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.

საჯარო გამოსვლისას ვიქტორიამ ისაუბრა როგორც საკუთარი მოდის ბრენდის წარმატებებსა და წარუმატებლობებზე, ასევე პირად ცხოვრებაზე და იმ გამოწვევებზე, რაც მედიის გადაჭარბებულ ყურადღებასთან არის დაკავშირებული.

Spice Girls-ის სოლისტმა აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ისწავლა, როგორ არ მიაქციოს ყურადღება გარშემო არსებულ „ხმაურს“, მათ შორის ოჯახური კონფლიქტის ფონზეც, რომელიც მის ვაჟს, ბრუკლინ ბექჰემის უკავშირდება.

მისივე თქმით, ამ პროცესში დიდი როლი აქვს მისი მეუღლის, დევიდის მხარდაჭერას.

„უკვე დიდი ხანია ვისწავლე, რომ არ უნდა მივაქციო ყურადღება ამ ხმაურს და არ ჩავიციკლო მასზე. ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, ვინც რაღაცას იტყვის. მე უბრალოდ ამას ყურადღებას არ ვაქცევ. იმედი მაქვს, გესმით, რასაც ვგულისხმობ. დაე, ამაზე სხვებმა იდარდონ“, – განაცხადა ვიქტორიამ.

მისი თქმით, პირადი სიმშვიდის შენარჩუნება და ყურადღების სწორად გადანაწილება დღეს მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი კვლავ მედიის ყურადღების ცენტრში რჩება.

„შეწყვიტე დედამთილის დატროლვა!“ – ნიკოლა პელტცი ვიქტორია ბექჰემსს აბუჩად იგდებს – უახლესი ფოტოები

„რძალთან ბრძოლაში, სარძლოების არმიას კრებს“ – ვიქტორია ბექჰემი უმცროსი ვაჟის რჩეულს დაუახლოვდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები