ბექჰემების ოჯახში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, ვიქტორია ბექჰემი, როგორც ჩანს, განსაკუთრებულად დაუახლოვდა თავისი უმცროსი ვაჟის რჩეულს.
საუბარია კრუზ ბექჰემის შეყვარებულზე, მომღერალ, ჯეკი აპოსტელზე, რომელმაც სოციალურ ქსელში აქტიურად დაუჭირა მხარი ვიქტორია ბექჰემის კოლაბორაციას ბრენდ Gap-თან.
სწორედ ამ პოსტს მოყვა ინტერნეტში განხილვა. კოლექციის გაყიდვების დაწყების დღეს ჯეკიმ „ინსტაგრამზე“ გააზიარა ფოტოები ბექჰემების ოჯახური მოგზაურობიდან მაიამიში.
ერთ-ერთ კადრში ის პოზირებს ვიქტორიას დიზაინის ახალ სამოსში. კომენტარი თავად ვიქტორიამაც არ დააყოვნა და დაწერა: „ძალიან გიხდება“, რითაც საჯაროდ გამოხატა სარძლოს მიმართ კეთილგანწყობა.
როგორც ჩანს, ჯეკი აქტიურად მონაწილეობს ბექჰემების ყველა ოჯახურ ღონისძიებაში და მათთან ერთად სამოგზაუროდაც დადის.
„რძალთან ბრძოლაში, სარძლოების არმიას კრებს“, – წერენ კომენტარებში.
შეგახსენებთ, რომ ბექჰემების ოჯახისთვის ბოლო პერიოდი მარტივი არ ყოფილა. 2026 წლის იანვარში ბრუკლინ ბექჰემმა საჯაროდ ისაუბრა მშობლებთან კონფლიქტზე და ისინი საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებაში, ზეწოლასა და ზედმეტ კონტროლში დაადანაშაულა.
„შენ ხარ საუკეთესო ცოლი, დედა, მეგობარი” – როგორ აღნიშნა ვიქტორია ბექჰემმა 52 წლის იუბილე
ვიქტორია ბექჰემის პირველი ოფიციალური განცხადება შვილთან კონფლიქტის შესახებ
