LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედი, რომ ეუთო/ოდირი ოდნავ მაინც მიანიშნებდა არჩევნების გაყალბებაზე, არ გამართლდა: გია ვოლსკი

130
გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, “ოპოზიციის იმედი, რომ ეუთო/ოდირი ოდნავ მაინც მიანიშნებდა არჩევნების გაყალბებაზე, არ გამართლდა”. მისივე განცხადებით, ეუთო/ოდირის მექანიზმების გამოყენება დაუშვებელია და ოპოზიციამ სხვა გზები უნდა მოძებნოს.

ოდირის წინა რეკომენდაციების მიუხედავად, საარჩევნო კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხარვეზები: ეუთო/ოდირი რეკომენდაციებს აქვეყნებს

ეუთო/ოდირის განცხადება საბოლოოა. შედეგები დაზუსტებულია. იმედი, რომ ეუთო/ოდირი რაიმე შენიშვნას მისცემდა და ოდნავ მაინც მიანიშნებდა, რომ არჩევნები გაყალბდა, არ გამართლდა. ასეთ პირობებში უნდა ეძებონ სხვა გზები, როგორ შეიძლება ეუთო/ოდირის მექანიზმის გამოყენება. მაგალითად, იმის თქმა, რომ ის შენიშვნები, რაც გააჩნია ეუთო/ოდირს, სწორედ ის არის, რაც განაპირობებს ადამიანის მიერ თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილების შეცვლას, მაგალითად, შეიძლება გამგებელმა, თუკი 25 მეტრში მიუახლოვდება საარჩევნო უბანს, თვალების დაჟინებული მზერით შეაცვლევინოს საქართველოს მოქალაქეს თავისი გადაწყვეტილება. დაახლოებით ასეთ დონეზე არის დღეს გაწბილებული ხალხის კამათი “, – განაცხადა ვოლსკიმ.

აშშ-ის საელჩო ეუთო/ოდირის ანგარიშს მიესალმება და მხარეებს საარჩევნო რეფორმების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს

ეუთო/ოდირის დაღუპულია საქართველო: შალვა ნათელაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები