სამშობიარო ”იმედის კლინიკის” მეან-გინეკოლოგი, ზაზა იმერლიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია, კლინიკის Facebook-ის გვერდზე ვრცელდება.

“იმედის კლინიკა” ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა, “იმედის კლინიკის” მეან-გინეკოლოგი, ზაზა იმერლიშვილი.
“იმედის კლინიკა” სამძიმარს უცხადებს ზაზა იმერლიშვილის ოჯახს და ახლობლებს.
მისი პაციენტები წუხილს გამოთქვამენ და აღნიშნავენ, რომ ის თავისი საქმის პროფესიონალი იყო. ისინი სოციალურ ქსელში წერენ, რომ ექიმი covid-19-ით გარდაიცვალა.
კლინიკაში ძალიან მძიმე ფონია. თუმცა, გარდაცვალების მიზეზს არ ასახელებენ.
რადიოჰოლდინგი ”ფორტუნა” მწუხარებას გამოთქვამს, ზაზა იმერლიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. უსამძიმრებს მის ოჯახს.
