LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმერეთისა და სამეგრელოში ჭკვიანი კამერები სიჩქარეებს ახალ მონაკვეთებზეც გააკონტროლებენ

183
a15eda7f0026978ac00a12e989ac3d1f_XL

დღეიდან იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში სიჩქარის კონტროლის რვა ახალი სექცია ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყება ავრცელებს იმ მონაკვეთების ჩამონათვალს, სადაც კამერები დღეიდან ჩაირთო:

იმერეთის რეგიონი:

თბილისის-სენაკი-ლესელიძის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ქუთაისი-ფარცხანაყანევის შემაერთებელ მონაკვეთზე, ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის მე-18 კილომეტრიდან (ქვიტირი) – ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის 28-ე კილომეტრამდე (ფარცხანაყანევი), კამერები მუშაობს როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთის, ასევე, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ორმხრივად (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ქუთაისი-წყალტუბოს შემაერთებელ მონაკვეთზე, ქალაქ ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩიდან – ქალაქ წყალტუბოში, გალაქტიონ ტაბიძის ქუჩამდე. კამერები მუშაობს როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთის, ასევე, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ორმხრივად (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

 

სამეგრელოს რეგიონი:

ფოთში, სამეგრელოს ქუჩის მონაკვეთზე, სამეგრელოს, ხობის, შავი ზღვისა და ალ.ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან – სამეგრელოსა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთამდე. ორმხრივად (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).

ფოთში (ფოთის შემოვლით გზაზე), ლარნაკის ქუჩიდან (მდინარე რიონი). – წმ. გიორგის, აკაკის და გურიის ქუჩების გადაკვეთამდე, ორმხრივად (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).

“შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საავტომობილო გზებზე „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს განაგრძობს,“ – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 669 ახალი „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა ჩაირთო, მათ შორის 550 ზოგადი ხედვის და 119 კი ნომრის ამომცნობი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ დროისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე სულ 2086 ვიდეოკამერა ფუნქციონირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები