იმის მაგივრად, რომ ახლა შევაფასოთ ისწავლა მთავრობამ ჭკუა, თუ – არა, პირბადე უნდა ვატაროთ და ავიცრათ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ისაუბრა.
“აქ სხვა წამალი არ არსებობს – აცრა, პირბადე, ტესტირება. აცრა, პირბადე, ტესტირება. მსოფლიოში ვერავინ ვერაფერი ვერ გამოიგონა ახალი”
პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის განცხადებით, მოქალაქეები მოგყვებიან მხოლოდ მაშინ, როცა ხედავენ, რომ წესები ყველასთვისაა.
გახარიას თქმით, დღეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ისეთი მძიმეა, როგორიც არასდროს ყოფილა.
“მე შემიძლია შევაფასო, რომ დღეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არის უაღრესად მძიმე, ისეთი მძიმე, როგორიც აქამდე არ ყოფილა. აქ ყველაზე დიდი პრობლემა არის როგორი სისწრაფით ვრცელდება ვირუსი – ეს არის ყველაზე მაღალი რისკის შემცველი”, – ამბობს გახარია.