ქართველი მომღერალი, „იქს ფაქტორის“ გამარჯვებული ავთანდილ აბესლამიძე, რომელიც წელს საქართველოს ყაზახურ მუსიკალურ კონკურსზე წარადგენს, კონკურსის ნახევარფინალშია.
მომღერალი სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას გულშემატკივრობისთვის მადლობას უხდის.
ამასთან, ავთანდილ აბესლამიძე ნახევარფინალის შესახებაც გვიზიარებს ინფორმაციას და წერს, რომ აღნიშნულ ტურში ცნობილ ყაზახ მომღერალთან ერთად შეასრულებს გია ყანჩელის სიმღერას „საით მიდიხარ“.
„არ ვიცი, რა ვთქვა, ან ასე ცალკე რომ არ დავწერო პოსტი, ჩემი გული ვერ გაუძლებს…
ჩემს სამყაროში, ამდენი ახალი ადამიანის გამოჩენა, რომლებიც ამხელა სითბოს გამოხატავენ ყოველდღიურად ჩემ მიმართ და ყოველი ახალი ინფორმაციის დროს უდიდეს მუხტს მაძლევთ. უდიდესი მადლობა, თითოეულ თქვენგანს, თითოეული კომენტარის ავტორს, უფალმა 1000-მაგად დაგიბრუნოთ თქვენს ოჯახებში ეს სიკეთე და სიყვარული.
იმხელა სიყვარულს ვგრძნობ, რომ მარტო ამისთვის ღირდა ამხელა კონკურსზე, აბრეშუმის გზის ვარსკვლავზე ჩემი ქვეყნის წარდგენა.
უფალი იყოს ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მფარველი“, – წერს ავთანდილ აბესლამიძე სოციალურ ქსელში.
არ ვიცი რა ვთქვა 🥺❤️ ან ასე ცალკე რომ არ დავწერო პოსტი, ჩემი გული ვერ გაუძლებს… ჩემს სამყაროში, ამდენი ახალი…
Posted by Avtandil Abeslamidze on სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
„უკვე იცით, რომ ვარ ნახევარფინალში.
წესების თანახმად, არის დუეტების ტური. უნდა ვიმღეროთ ყაზახ ცნობილ მომღერლებთან ერთად, საკუთარი ქვეყნის ენაზე. შესაბამისად, ნახევარფინალში ვიმღერებ ქართულ სიმღერას, გია ყანჩელის – „საით მიდიხარ“.
მიხარია ის ფაქტი, რომ შემხვდა ძალიან ნიჭიერი და კარგი მომღერალი. ასევე ძალიან ცნობილი, ყაზახეთში…
P.S. ასე ჯერ არასოდეს მინერვიულია. იმიტომ, რომ ვმღერი ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ სიმღერას, თან ბევრად საფრთხილო და საპასუხისმგებლო სიმღერაა… შევეცადე, რომ დიანას კარგად ესწავლა, თან ამ სიმღერის დუეტად წარმოდგენაც უჩვეულოა და ამავე დროს, მღერის უცხოელი.
იმედია, ფინალში გადავალ. დიდება ჩემს ქვეყანას, საქართველოს“, – დაწერა მომღერალმა „ფეისბუკში“.
უკვე იცით, რომ ვარ ნახევარ ფინალში 🇬🇪💥 წესების თანახმად , არის დუეტების ტური. უნდა ვიმღეროთ ყაზახ ცნობილ მომღერლებთან…
Posted by Avtandil Abeslamidze on სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
