ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ირმა კვიცარიძე, იმ კოვიდინფიცირებული ადამიანებისთვის, რომლებსაც ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვთ და სახლში მკურნალობენ, რჩევებს გასცემს.
კვიცარიძე აღნიშნავს, რომ კორონავირუსი სასიკვდილო განაჩენი არ არის. იმ რჩევების გათვალისწინებით კი, რაზეც ექიმი წერს, სახლში მყოფი პაციენტები საკუთარი თავის დახმარებას მარტივად მოახერხებენ.
“მეგობრებო, დიდი ტექსტებით და უკვე დაგვიანებული რჩევებით თავს არ შეგაწყენთ. ის რომ ავსტრიული გამოცდილება სრულად საქართველოს პირობებში განუხორციელებადია, ფაქტია. როგორც ვხედავ, მარტივი რჩევებით უფრო მეტს გავაკეთებთ, ვიდრე იმის მტკიცებით თუ რა კარგადაა ყველაფერი ავსტრიაში თუ ამერიკაში. ეს რომ ასე იყოს როგორც განვითარებულ ქვეყნებში ამისთვის ფუნდამენტია საჭირო, რაც დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო. კოვიდთან ერთად კი ვფიქრობ ნამეტანს ვითხოვთ. იმედი მაქვს რომ ახლო მომავალში შევძლებთ მყარი საძირკველის შექმნას.
შეძლებისდაგვარად მოგაწვდით ინფორმაციასა და რჩევებს რაც ადგილზე გაგიადვილებთ კოვიდთან გამკლავებას. რასაც ვწერ ეხება მხოლოდ მსუბუქად მიმდინარე ან სიმპტომების გარეშე მიმდინარე კოვიდდაავადებულ პაციენტებს. როგორც ჩანს, შეუძლებელია ყველას კლინიკებში მკურნალობა. ისინი ვინც ამას არ საჭიროებენ უნდა ვმართოთ ბინაზე.
თუ თქვენ ხართ კოვიდ-19-ით ინფიცირებული, არ გაქვთ ჩივილები ან მსუბუქად გამოხატული სიმტომები:
1. გაიზომეთ დღეში 3-ჯერ ტემპერატურა. თუ გაქვთ 37-38 ზე სხეულის ტემპერატურა, მიიღეთ ჩვეულებრივი პარაცეტამოლი. (დალიეთ ბევრი სითხე) თუ ტემპერატურა 4 დღის შემდეგაც მაღალია 38 და ზემოთ, საჭიროა დამატებითი მედიკამენტოზური მკურნალობა. აქ კი ექიმის კონსულტაცია აუცილებელია. უმეტეს შემთხვევაში დროულად ანტიბიოტიკის მიღება ხელს უშლის ფილტვების ანთების(პნევმონიის) განვითარებას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინფექციის დადასტურებისთანავე უნდა დაიწყოთ ანტიბიოტიკის მიღება, მხოლოდ იმ შემთხვევაში როგორც ზემოთ მივუთითე და ისიც ექიმის მიერ რეკომენდირებული ანტიბიოტიკი.
2. ისევ მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხე 2 დან 3 ლიტრამდე დღეში. იმოძრავეთ ბევრი, ეს არ ნიშნავს რომ ფიტნესკლუბში უნდა იაროთ და გადაჭარბებულად დაიტვირთოთ. მოძრაობა საჭიროა თრომბოზის პროფილაქტიკისათვის. თრომბოემბოლია უდევს საფუძვლად კოვიდ-19 ის მძიმე ფორმით მიმდინარეობას.
3. ავსტრიელ პაციენტს ურჩევენ პულსოოქსიმეტრი გაიკეთოს რომ ჟანგბადის სატურაცია შემოწმდეს. თუ ეს საქართველოს პირობებში არარეალურია ამაზე ნუ ინერვიულებთ. მარტივად მიეცით საშუალება ფილტვს “იმუშაოს”, გაბერეთ საათში ერთხელ ბუშტი, ამასაც თავისი წესი აქვს, კერძოდ შეისუნთქეთ ჰაერი ცხვირით და ჩაბერეთ პირით, არავითარ შემთხვევაში ბუტში ჩანაბერი ჰაერი არ შეისუნთქოთ. თუ გრძნობთ ოდნავ ჰაერის უკმარისობას. არ დაწვეთ საწოლში ზურგზე, ნახევრად წამომჯდარ მდგომარეობაში გაჩერდით.
რაც შეეხება ჟანგბადის მიწოდებას, აქაც ზომიერებაა საჭირო , მაქსიმუმ 1 ლ/ჰ ამ რეჟიმით დასაშვებია, რასაკვირველია თუ ამის საჭიროება არის.
4. დიაბეტიანები განსაკუთრებით ერიდონ ჭარბი რაოდენობით ხილის მიღებას. შაქრიანი დაიბეტის მქონე პაციენტებში კოვიდ 19 ინფექციით აღინიშნება სისხლში შაქრის მაჩვენებლის მატება. ასე რომ დამატებითი დატვირთვა ამ შემთხვევაში ართულებს პროცესს.
5. დექსამეტაზონი და კოვიდ 19-ის დროს, არ არის რეკომენდირებული, იწვევს ინფეაციური დაავადების მიმდინარეობის გართულებას. აჩვენებს პარადოქსულ ეფექტს. გამოიყენება მხოლოდ მძიმე პაციენტების მკურნალობისას!
6.თუ თქვენ გაქვთ თანდართული ფაღარათი, ეს იმას ნიშნავს რომ კარგავთ დიდი რაოდენობით სითხეს და მასთან ერთად ორგანიზმიდან გამოდის ელექტროლიტებიც, კლინიკის პირობებში ამის შევსება შესაბამისი გადასხმებით არის შესაძლებელი. სახლის პირობებში მარტივად, მცირე რაოდენობით მარილი გახსენით 1 ჭიქა წყალში(ნახევარი ჩაის კოვზი) და დალიეთ, ესეც მხოლოდ ერთხელ!
7. გაანიავეთ ხშირად ოთახი.
8. აწარმოეთ დღიური სადაც ჩაინიშნავთ თქვენს ჩივილებს, ეს დაგეხმარებთ, რომ თავად შეაფასოთ თქვენი მდგომარეობა და პანიკაში არ ჩავარდეთ. ასევე ექიმს უკეთ მიაწვდით ინფორმაციას.
9. შეძლებისდაგვარად იყავით კავშირზე ოჯახის ექიმთან.
არ შეგეშინდეთ კოვიდ 19-ი არ არის სასიკვდილო განაჩენი.
ამ რეკომენდაციებით შეძლებთ საკუთარი თავის დახმარებას და არ დაიკავებთ კლინიკაში იმ პაციენტების ადგილს ვისაც ის ნამდვილად ჭირდება.
აქვე სპეციალურად შევეცადე დამეწერა ყოველგვარი სამედიცინო ტერმინოლოგიის გარეშე, რომ ტექსტი გასაგები იყოს ყველასათვის,”-წერს ირმა კვიცარიძე.