სოციალურ ქსელებში ხშირად ვხვდებით იმუნიტეტის გამაძლიერებელი პროდუქტების სიებს, თუმცა სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ არცერთი საკვები არ წარმოადგენს უნივერსალურ დაცვას.
როგორც პროფესორი გიორგი ფხაკაძე განმარტავს, ძლიერი იმუნური სისტემა არის მრავალფეროვანი კვების, ფიზიკური აქტივობის, ხარისხიანი ძილისა და სტრესის მართვის ერთობლივი შედეგი.
მისი თქმით, იმუნური სისტემის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქტების რეგულარული მოხმარება, როგორებიცაა ციტრუსები, წითელი წიწაკა, ბროკოლი, პაპაია, ნიორი, სტაფილო, ტკბილი კარტოფილი, მუქი მწვანე ბოსტნეული, ცოცხალი კულტურებით იოგურტი, ჯანჯაფილი, გოგრის თესლი და სოკო. ეს პროდუქტები ორგანიზმს ამარაგებს ვიტამინებით (A, C, E), თუთიით, ანტიოქსიდანტებითა და ბიოაქტიური ნაერთებით, რომლებიც იმუნურ პასუხს აძლიერებს.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის მთავარი გზავნილია: იმუნიტეტის „გაძლიერება“ ერთ პროდუქტზე კონცენტრირებას არ ნიშნავს – შედეგს მხოლოდ ბალანსი, მრავალფეროვნება და რეგულარული, ჯანსაღი ცხოვრების წესი იძლევა.
