თბილისში, ყაზბეგის გამზირზე “ავერსის” ფილიალთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
გავრცელებული ცნობებით აფთიაქში ორი არასრულწლოვანი შევიდა, რომლებიც ფსიქოტროპული დანიშნულების მედიკამენტს ითხოვდნენ. მას შემდეგ, რაც არასრულწლოვნებმა ფარმაცევტისგან უარი მიიღეს, მას სათამაშო “ცეცხლსასროლი იარაღით” დაემუქრნენ.
შსს-ში აცხადებენ რომ მომხდარის დეტალებს არკვევს.