მოგზაური ექსპერტის ლორენ ტეილორის სტატიაში 2026 წლის მსოფლიოს 7 საუკეთესო ტურისტული მიმართულების შესახებ, რომელსაც ბრიტანული გამოცემა „Independent“ აქვეყნებს, საქართველოცაა მოხსენიებული.
Independent-ის სამოგზაურო სიაში საქართველოს ვხვდებით ესპანეთის, აშშ-ის, სამხრეთ კორეის, მოზამბიკის, ყირგიზეთისა და კოლუმბიის გვერდით.
სტატიაში საქართველოსა და მისი დედაქალაქის შესახებ ვკითხულობთ:
„EasyJet-მა 2025 წელს ლონდონიდან საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით დაიწყო ფრენები. აღმოსავლეთ ევროპის ეს ქვეყანა სულ უფრო მეტი მოგზაურის მოზიდვას აპირებს იმ ახალი ავიარეისებით, რომლებიც 2026 წლიდან განხორციელდება.
საქართველო ნამდვილად ზღაპრული ქვეყანაა, თბილისს კი თავი შეუძლია მოიწონოს ფართო გამზირებით, ისტორიული, ძველ ქალაქის ქვაფენილით მოკირწყლული ქუჩებით, გოგირდის აბანოებით. დედაქალაქს მიღმა კი უძველესი მონასტრები და საკათედრო ტაძრებია, მათ შორის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესული გელათის მონასტერი ქუთაისში.
ყველა, ვინც საქართველოს სტუმრობს, შესანიშნავ ბუნებასთან ერთად, ტკბება უგემრიელესი ქართული სამზარეულოთი და ღვინით, რომელიც 8000 წლისაა“.
