LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდიანა ჯონსი კაბაში: ქალმა ვულკანში გაცურა (ვიდეო)

47

ექსტრემალმა გოგონამ ამოფრქვეული ვულკანის გარშემო სერფით გაცურა.
გაიცანით: ელისონ ტილი.

ფოტოგრაფად და ოპერატორად პერინ ჯეიმსმა იმუშავა, რომელმაც ტილი ექსტრემალური სერფინგის დროს ჰავაიზე ვულკან კულაუეას გარშემო გადაიღო.

”ყოველთვის ოცნებად მქონდა სადმე ვულკანის სიახლოვეს გამეცურა და მიწასთან ნამდვილი კავშირი შემეგრძნო. ჩემი ოცნება ახდა. ნესტი, სიცხე, გიზგიზი, შიშინი – ეს ყველაფერი რეალური გამოცდაა იმის, რომ ჩვენ ცოცხალ პლანეტაზე ვცხოვრობთ.
მცდარი შეხედულებაა, რომ ადამიანს აქვს კონტროლი დედამიწაზე. სინამდვილეში ჩვენ არარაობები ვართ ამ გიგანტურ სესტემასთან.
არავის არ ვურჩევ მსგავსის განმეორებას. წყალი დუღს, ანაორთქლი სასიკვდილოა, ოკეანე ვერაგია”, – დაწერა ელისონმა.

30 წლის სერფინგისტი ცნობილია როგორც ”ინდიანა ჯონსი კაბაში”.

 

https://www.instagram.com/p/BI–eFpAxii/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები