კეტრინ ზეტა-ჯონსი და მისი ოჯახი ხანგრძლივ ინდური არდადეგებიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ. 54 წლის მსახიობი მეუღლესთან, 79 წლის მაიკლ დუგლასთან ერთად მაშინვე ზამთრის კურორტზე გაემართა და „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა.
წყვილი, რომელსაც 25 წლიანი ქორწინება აკავშირებს, სათხილამურო კოსტიუმში იყო გამოწყობილი.
„დიდი ხანია თოვლი არ მინახავს“, – წერს კეტრინი.