გასულ თვეს ინდოეთში, კერძოდ კი გოაზე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა, რომელსაც სხვა ბევრ ვარსკვლავთან ერთად კეტრინ ზეტა-ჯონსი და მისი მეუღლე, მაიკლ დუგლასი დაესწრნენ. მათ თან შვილებიც ახლდათ.
„ყოველმხრივ ნიჭიერი“ – ამღერებული კეტრინ ზეტა-ჯონსის ვიდეო ინტერნეტსივრცე იპყრობს
როგორც ჩანს, ოჯახს ისე მოეწონა ინდოეთში მოგზაურობა, რომ შობის დღესასწაულების გატარება სწორედ იქ გადაწყვიტა.
54 წლის კეტრინმა „ინსტაგრამზე“ ფოტოებისა და ვიდეოების შთამბეჭდავი სერია გაავრცელა, რომელშიც ოჯახი ეგზოტიკურ ადგილებს სტუმრობს და ფაქტია, დროს შესანიშნავად ატარებს.
კეტრინ ზეტა-ჯონსმა 79 წლის მაიკლ დუგლასი ინდურ მუსიკაზე ააცეკვა – წყვილის ვიდეოები გოადან