LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთის ოკეანეში გემი მეჩეჩზე დაჯდა და წყალში დიდი რაოდენობით ნავთობი ჩაიღვარა

273
Untitled

მავრიკიაზე საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც კუნძულთან, ინდოეთის ოკეანეში გემი მეჩეჩზე დაჯდა და წყალში დიდი რაოდენობით ნავთობი ჩაიღვარა. ინფორმაციას  euronews ავრცელებს.

იაპონური ტანკერი Wakashio, რომელიც პანამის დროშით ჩინეთიდან ბრაზილიაში მიცურავდა და მეჩეჩზე მავრიკიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან დაჯდა.

ტანკერს 4000 ტონა ნედლი ნავთობი და დიზელი გადაჰქონდა. შემთხვევა ივლისში მოხდა, თუმცა ოკეანეში ნავთობის ჩაღვრის შესახებ ტანკერის კაპიტანმა მავრიკიის მთავრობას სამი დღის წინ აცნობა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პრავინდ ჯაგნოტმა განაცხადა, რომ მომხდარი ინციდენტი ქვეყანას საფრთხეს დიდ უქმნის.ხელისუფლებამ უკვე სთხოვა საფრანგეთს, დაეხმაროს პატარა ქვეყანას, რომელიც ძირითადად ტურიზმიდან და თევზჭერიდან იღებს შემოსავალს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g