LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთში ოქროსფერი რეტრივერი „ბედნიერების ოფიცრად“ დაასაქმეს

106
ინდოეთში ოქროსფერი რეტრივერი „ბედნიერების ოფიცრად“ დაასაქმეს

ინდოეთში, ტექნოლოგიურმა სტარტაპმა Harvesting Robotics-მა სამსახურში ახალი პოზიცია შემოიღო – „ბედნიერების ოფიცერი“ და ამ თანამდებობას ოქროსფერი რეტრივერი დაიკავებს. ამის შესახებ Indian Express წერს.

„გაიცანით ჩვენი ახალი თანამშრომელი დენვერი, ბედნიერების ოფიცერი. მას კოდების წერა საერთოდ არ აინტერესებს, ის უბრალოდ მოდის და ჩვენს გულებს იპყრობს.“ – დაწერა სტარტაპის დამფუძნებელმა ერთ-ერთ სოც-ქსელში და პოსტს თან უსაყვარლესი ძაღლის ფოტოც დაურთო.

როგორც არაერთი კვლევა აჩვენებს, სამუშაო ადგილას ცხოველების ყოფნა თანამშრომლებში სტრესს ამცირებს და პროდუქტიულობას ზრდის.

ისეთ სამსახურებში სადაც ძაღლები, კატები ან სხვა საყვარელი არსებები იმყოფებიან, თანამშრომელთა ერთგულების დონე ბევრად მაღალია და როგორც გამოკითხულთა 87% აზუსტებს, თავისი კომპანიიდან წასვლის სურვილიც კი არ გასჩენია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები