LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ინდური შტამის” მასობრივად გავრცელებისგან, გარკვეულწილად, დაცულები ვართ: ენდელაძე

146
მარინა ენდელაძე

საქართველოში შემოსულ მოქალაქეებში, ვირუსის ე.წ. “ინდური შტამის” აღმოჩენის შემდეგ, ინფექციონისტები კოვიდ-19-ის მუტირებულ ვარიანტზე, მისი სიმძიმის ხარისხსა და სიმპტომებზე საუბრობენ.

საქართველოში შემოსულ 5 მგზავრს ინდური შტამი დაუფიქსირდა

ინფექციონისტი მარინა ენდელაძე “რუსთავი 2-თან” ამბობს, რომ აღნიშნული შტამის მასობრივად გავრცელებისგან ქვეყანა, გარკვეულწილად, დაცულია:

“ინდური შტამის მასობრივად გავრცელებისგან, გარკვეულწილად, დაცულები ვართ. თუმცა, ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან ასე იყო – რომ თითქოს დაცულები ვიყავით, რადგან არ შემოდიოდნენ (ინფიცირებულები), მაგრამ შეიძლება გავრცელდეს.

რაც შეეხება თვითონ ინდიურ შტამს, რომ გითხრათ, ამას განსაკუთრებული, განსხვავებული კლინიკა აქვს, ასეთი არ არსებობს. ვერ ვიტყვი, რომ ეს შტამი განსაკუთრებული სიმძიმის არის. ჯერჯერობით ეს შესწავლის საკითხია, არის მოსაზრება, რომ უფრო მეტად გავრცელებადია. შესაძლოა, მეტი ლეტალობა ახასიათებდეს, მაგრამ ამის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ არის. მე ვფიქრობ, რომ ეს შტამი ცოტა უფრო მძიმედ წავა”. – აცხადებს ენდელაძე.

რა სიმპტომები ახასიათებს ე.წ ინდურ შტამს – ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განმარტება

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა. აღნიშნული შტამით ინფიცირებული ხუთი პირიდან 2 საქართველოს მოქალაქეა.

კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებული ხუთი პირიდან 2 საქართველოს მოქალაქეა: ამირან გამყრელიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g