LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინეს დე რამონი ბრედ პიტამდე, ჰოლივუდში ყველაზე პოპულარულ ბიჭზე იყო დაქორწინებული

903
page

ბოლო დროს საზოგადოება ბევრს წერს და საუბრობს ბრედ პიტის 34 წლის რჩეულზე, ინეს დე რამონზე, რომელსაც ხან ჩაცმის სტილს, ხან გარეგნობას უწუნებენ. მოდით ვნახოთ, რას საქმიანობს და რით არის გამორჩეული ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი მამაკაცის რჩეული.

პოლ უესლიმ ინეს დე რამონს ალიმენტის გადახდაზე უარი უთხრა – წყვილი განქორწინდა, ბრედ პიტს გზა ხსნილი აქვს

ინეს დე რამონი არის სერტიფიცირებული მწვრთნელი ჯანმრთელობისა და ფიტნესის მიმართულებით, მას ჰქონდა წარმატებული კარიერა ამ სფეროში წლების მანძილზე. დამთავრებული აქვს რადგერის უნივერსიტეტი და ის თავისუფლად ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და ესპანურ ენებს. ბოლო წლებში რამონი კომპანია Anita Ko Jewelry-ის ადმინისტრირების მენეჯერი გახლდათ.

იდეს დე რამონი 2019 წელს დაქორწინდა სერიალ „ვამპირის დღიურების“ ვარსკვლავზე, მსახიობ პოლ უესლიზე, რომელსაც 2022 წელს დაშორდა. უესლი სერიალის წყალობით, ჰოლივუდის ყველაზე მოთხოვნადი მამაკაცების სიას ლიდერობდა. რამონს არასოდეს მოსწონდა საჯარო ცხოვრება, ამიტომ ინტერნეტში უესლისა და რამონის ქორწილის მხოლოდ ერთი ულამაზესი ფოტო შემორჩა.

ბრედ პიტისა და ჯორჯ კლუნის ორმაგი პაემანი ვენეციაში – უახლესი ფოტოები

„ბრანჯელინას“ შეხვედრა წითელ ხალიჩაზე გარდაუვალია – ბრედ პიტი „ვენეციის კინოფესტივალზე“ ახალ შეყვარებულთან ერთად მივიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები