LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ინფექციის ზომიერი მატება გვაქვს, ვირუსი არ პროგრესირებს” – მარინა ეზუგბაია

71
105946766-267529931138358-5680244523162224977-n

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო მეორე სატვირთო ავტომობილის მძღოლია. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ორივე იმპორტირებულ შემთხვევაა. კლინიკაში ახალი შემთხვევით ერთი პაციენტი მიიღეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმით ფასდება.

„თქვენ იცით, რომ დაახლოებით ორი კვირაა, შემთხვევების ძალიან ზომიერი მატება, სტაბილზიაცია გვაქვს. დღეში 2-3 ზე მეტი არ არის ახალი შემთხვევა და ახლაც მხოლოდ ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. იყო 926 და ახლა არის 928 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა სამით გაიზარდა და ამჟამად 794-ია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კოვიდ-ცენტრებში სულ 119 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 24 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მისივე თქმით, სხვა ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ შემთხვევაში ვირუსის პროგრესირება არ შეინიშნება.

magti 5g