LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფიცირების გამო, ეროვნულ გამოცდებზე 100-მდე აბიტურიენტი ვერ გამოცხადდა – მათ გამოცდების ჩაბარება ხვალიდან შეეძლებათ

124
ეროვნულები

კორონავირუსით ინფიცირების გამო, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100-მდე აბიტურიენტი ვერ გამოცხადდა – მათ გამოცდების ჩაბარება ხვალიდან შეეძლებათ. ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გოგროძემ განაცხადა. მისივე თქმით, გამოცდიდან მოხსნის მხოლოდ 2 ფაქტი დაფიქსრიდა.

“ზოგადად, გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამ დრომდე აბიტურიენტების გამოცხადებას რაც შეეხება, ყველაზე კარგი გამოცხადება იყო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, ყველაზე ნაკლები არასავალდებულო გამოცდაზე. რაც შეეხება გამოცდიდან მოხსნის შემთხვევას, ასეთი იყო მხოლოდ ორი ფაქტი. კორონავირუსის გამო ასამდე აბიტურიენტი ვერ გამოცხადდა.

შედეგების გამოცხადება დაიწყება აგვისტოდან. იმ აბიტურიენტებისთვის, ვინც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა წერა, გამოქვეყნებული ტესტები კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება. ამასთან, დამატებითი სესიების ქულები არ თანაბრდება და მეთოდოლოგიურად ეს უფრო გამართლებულია“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

ცნობისთვის, 2021 წლის გამოცდებისათვის 38 400-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g