LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფიცირებულების რაოდენობა რეკორდულად იზრდება – ბოლო მონაცემები საქართველოს მასშტაბით

205
კორონა

კოვიდინფიცირებულთა მონაცემები ცოტა ხნის წინ განახლდა და ქვეყანაში ახალი, რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

საქართველოში კიდევ 18 274 ადამიანი დაინფიცირდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 41 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს ინფორმაციას გამოჯანმრთელებულთა შესახებაც, რაც  8 400 -ს შეადგენს. 

გუშინ საქართველოში 84 762 ტესტი ჩატარდა.

რაც შეეხება მსოფლიოში არსებულ ვითარებას – პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 370 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5.6 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 292 მილიონს აჭარბებს.

მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 72.2 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი – 75.2 მილიონი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 40.8 მილიონზე მეტი შემთხვევით. მათ ბრაზილია, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო მოჰყვებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები