გუშინ გვიან ღამით, საქართველოში მცირეწლოვანი ბავშვის კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის განმარტებით, მცირეწლოვანი პაციენტი განეკუთვნება იტალიის მოგზაურობიდან დაბრუნებული ორი ოჯახის ისტორიას. მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი პაციენტები ერთი კლასტერის წარმომადგენელები, ანუ იმ მოგზაურების რიცხვში არიან, რომლებთა შორის პირველს ჯერ კიდევ 8 დღის წინ დაუდგინდა კორონავირუსი. მათთან ერთად შემოიყვანეს 12 წლის ბავშვიც, რომელიც ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული.
“იტალიაში იყო, ორი ოჯახი მოგზაურობდა ერთად” – ცერცვაძე 12 წლის მოზარდის დაინფიცირებაზე
მარინა ეზუგბაიამ განმარტა, რომ მცირეწლოვანი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვს არ აღენიშნება ინფექციის რთული ფორმა და დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად გამოვლენილ ვითარებაში.
“ეს არის ერთი ისტორია. გუშინ შემოსული პაციენტები ერთად მოგზაურობდნენ იტალიაში. ოჯახის ერთი წარმომადგენელი მცირეწლოვანი ბავშვია. მისი მდგომარეობა ჯერჯერობით მსუბუქია. საბედნიეროდ, ბავშვებში დაავადება უფრო მსუბუქად ვითარდება, ვიდრე მოზრდილებში. იმედი მაქვს, რომ საქართველო არ იქნება გამონაკლისი და ამ ბავშვთან დაავადება მძიმედ არ განვითარდება”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
როგორია კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა