LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იტალიაში იყო, ორი ოჯახი მოგზაურობდა ერთად” – ცერცვაძე 12 წლის მოზარდის დაინფიცირებაზე

312
BeFunky-collage (1)

12 წლის მოზარდი იმ 8 პირს შორის არის, რომელთაც ვირუსი ბოლოს დაუდასტურდათ. დაინფიცირებულია ბავშვის ოჯახის 4 წევრიც, რომლებიც გვიან ღამით ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მანამდე ისინი 28 თებერვლიდან თვით იზოლაციაში იმყოფებოდნენ.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, ვირუსის დადასტურება განმეორებითი ტესტის შედეგად მოხდა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ბავშვის დაინფიცირება, სავარაუდოდ, იტალიაში კონტაქტსა და საქართველოში კორონავირუსის ნომერ მეორე შემთხვევასთან არის კავშირში.

საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვი, სავარაუდოდ, 12 წლისაა.

“იტალიაში იყო. ორი ოჯახი ერთად მოგზაურობდა და ესეც მათთან ერთად იყო. ხუთ კაცს ერთად დაუდასტურდა დღეს და მოზარდიც მათთან ერთად თვითიზოლაციაში იყო აქამდე”- ამბობს ცერცვაძე.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ რვა ახალი შემთხვევა დადასტურდა. წინა მონაცემებით, დადასტურებული იყო კორონავირუსის 15 ფაქტი. დაინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა.ერთ-ერთი ახლად დაინფიცირებული ასევე ვარაუდობს, რომ ვირუსის გადადება ფულთან შეხებით მოხდა.

მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 110 000-ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 4 000-ზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელდა 64 000-ზე მეტი.

თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g