LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფიცირებული არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

84
89638128-834986860302875-6309494884118036480-n

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელია. მარინა ეზუგბაია იმედოვნებს, რომ მათი მდგომარეობა ასევე გაგრძელდება.

„არასრულწლოვნების მდგომარეობა საბედნიეროდ დამაკმაყოფილებელია და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 4 არასრულწლოვანი მკურნალობს.

“პნევმონია 8 პაციენტს აღენიშნება, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმე პნევმონიით ფასდება” – მარინა ეზუგბაია

რაც შეეხება სხვა პაციენტების მდგომარეობას, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთაგან პნევმონია 8 პაციენტს აღენიშნება, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმე პნევმონიით ფასდება. ეზუგბაია იმედოვნებს, რომ ინფექციის პროგრესირება არ მოხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g