პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვების დაწესებამ გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო, თუმცა აკრძალვების მოხსნა ახალი წლის შემდგომ პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას გამოიწვევს.
“შეზღუდვების ეტაპმა თავისი შედეგი გამოიღო, შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა, მაგრამ დღევანდელმა დღემ გვიჩვენა, რომ კვლავ არ ვიცავთ ელემენტარულ წესებს და აქედან გამომდინარე, ალბათ, რაოდენობა 1-2 კვირაში ისევ გაიზრდება. ამ შემსუბუქებამ ადამიანების რაოდენობა ქუჩებში და მოლებში გაზარდა, რომლითაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის მატება გვექნება”,-განაცხადა ლევან რატიანმა.
პაატა იმნაძე სრული „ლოკდაუნის“ გამოცხადებაზე: მსგავსი არაფერი განიხილება, ჭორები ვრცელდება
“შემიძლია ვთქვა, რომ სადაც დიდი თავშეყრაა, იქ მაქსიმალურად არის დაცული წესები” – პაატა იმნაძე