’’ევროპული საქართველოს’’ მდივანი ჯანდაცვის საკითხებში ვახტანგ კალოიანი საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია საკმაოდ მძიმე კვირები, რაც მისივე თქმით, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლაში გამოიხატება. ამის შესახებ კალოიანმა ბრიფინგზე ისაუბრა.
“ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება, იზრდება ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა, სამწუხაროდ, მოსალოდნელია საკმაოდ მძიმე კვირები, რაც გამოიხატება ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლაში. მცირდება თავისუფალი საწოლების რაოდენობაც. იმედია, ჯანდაცვის სამინისტრო დროულად გააკეთებს საწოლების მობილიზებას და ისევ არ გავივლით იმ დრამატულ თვეებს, როგორიც იყო ნოემბერ-დეკემბერში.
1 271 ახალი შემთხვევა, 729 გამოჯანმრთელებული და 11 გარდაცვლილი - 23 აპრილის კოვიდსტატისტიკა
სულ აცრილია 34 897 მოქალაქე, დღიურად აცრილთა რიცხვი 1 560-ია.
ძალიან მნიშვნელოვანია ინტენსიური საწოლების დროული მობილიზება, აღჭურვის კიდევ ერთხელ გადამოწმება და კოორდინირება ოჯახის ექიმს, 112-ს და ჰოსპიტალურ სექტორს შორის, რათა მოვახერხოთ ყველა ინფიცირებული მძიმე პაციენტის დროული ჰოსპიტალიზაცია და დახმარების აღმოჩენა.
სამწუხაროდ, ამ თვეების განმავლობაში გარკვეული ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების გარდა, სისტემური გაუმჯობესების მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრომ არ გადადგა ნაბიჯები. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ჩავარდნილი ვაქცინაციის პროცესის ფონზე, რომელიც სახეზე გვაქვს“, – აცხადებს კალოიანი.
საქართველოში ანტიგენბაზირებული ტესტების დეფიციტია, სულ 25 ათასი გვაქვს დარჩენილი – კალოიანი