დედაქალაქში საცობების განტვირთვის მიზნით დეკემბრის ბოლოს სპეციალური აპლიკაცია გაეშვება.
როგორც ”ფორტუნას” თბილისის მერიაში განუცხადეს, აპლიკაცია სმარტფონებისთვის იქნება განკუთვნილი და მძღოლებს მეტი ინფორმირების საშუალებას მისცემს.
სპეციალური პროგრამა საცობების დროს მომხმარებელს შეატყობინებს, სად არის საცობი და რა ალტერნატიული გზით შეუძლია ისარგებლოს.
აპლიკაციის პრეზენტაცია დეკემბრის ბოლოს იგეგმება.