LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლია: „პირველი დაჭერილი ჟურნალისტი, ბიძინას პირადი პოლიტიკური პატიმარი… არ დაგავიწყდეთ, პირდაპირ ეთერში რომ კლავდნენ მაკა ჩიხლაძეს, გიორგი შეწირულს, გურამ როგავას, ალექსანდრე ქეშელაშვილს, არავინ დასჯილა!“

216
ინგა გრიგოლია

გამოცემების – „ბათუმელები” და „ნეტგაზეთი” დამფუძნებელსა და დირექტორს, აქციაზე დაკავებულ მზია ამაღლობელს ცოტა ხნის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ნინო სახელაშვილის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„დაიჭირეს! პუტინის რუსეთი.

მზია ამაღლობელი – პირველი დაჭერილი ჟურნალისტი, ბიძინას პირადი პოლიტიკური პატიმარი. გაგრძელება იქნება…

!! არ დაგავიწყდეთ, პირდაპირ ეთერში რომ კლავდნენ მაკა ჩიხლაძეს, გიორგი შეწირულს, გურამ როგავას, ალექსანდრე ქეშელაშვილს, არავინ დასჯილა!!!

55-ზე მეტი ჟურნალისტია დაშავებული და დაზარალებული ბოლო მოვლენებისას, დასჯილი – არავინ!!!“, – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

„ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი: „პასუხისმგებლობას არ გავურბივარ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g