LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა მამუჩიშვილი: „დადიხართ ხველით, ცემინებით, ყელის ტკივილით, ამას მოჰყვება პანიკა, შიში… სრული უპასუხისმგებლობაა ასეთი საქციელი გონიერი ადამიანისთვის!!!!

14613
inga

ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში გაოცებას გამოხატავს იმის გამო, რომ ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა რესპირატორული დაავადება აწუხებთ, საზოგადოებისგან იზოლირებულად არ არიან.

ინგა მამუჩიშვილი:

„გაბრაზებული და გაოცებული ვარ, ნებისმიერი ვირუსის შემთხვევაში, არა აქვს მნიშვნელობა კორონავირუსია, რინოვირუსი, ადენოვირუსი ,რესპირატორულ-სინციტიალური, გრიპი თუ სხვა, საჭიროა იზოლაცია სხვა ადამიანების დასაცავად და საკუთარი ჯანმრთელობისთვისაც, ვირუსი ვრცელდება აირ-წვეთოვანი გზით და ძალიან სწრაფად, ვირუსი იწყებს ცხოვრებას და გამრავლებას ცოცხალ ორგანიზმში, ამიტომაც საფრთხილოა!!! თქვენ კი დადიხართ ხველით, ცემინებით, ყელის ტკივილით, ამას მოჰყვება პანიკა, შიში… სრული უპასუხისმგებლობაა ასეთი საქციელი გონიერი ადამიანისთვის!!!! ვერ ხედავთ, რომ ამ ქვეყანაში ისევ ჩვენ, ადამიანები უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!!! თან აპოკალიფსური იანვარი დაანონსდა! გაუფრთხილდით ერთმანეთს!!! პანიკა სულაც არ არის საჭირო, სეზონური ვირუსები ყოველთვის იყო და იქნება, მათი ინტენსიური გავრცელების პრევენციისთვის,ნებისმიერი ვირუსის შემთხვევაში, უნდა დარჩეთ სახლში მის ელიმინაციამდე, არ იაროთ სტუმრად, ადამიანთა თავშეყრის ადგილებში, ფაქტებმა დამაწერინა ეს პოსტი! ჯანმრთელობა თქვენ!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები