LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისის ჩემპიონატის მე-6 ტურის სიმბოლური ნაკრები

46

პოპულარულმა საფეხბურთო პორტალმა Goal.com-მა პრემიერ-ლიგის მე-6 ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

ინგლისის ჩემპიონატის მეექვსე ტური საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა. ცენტრალური მატჩი ლონდონური დერბი იყო “ჩელსისა” და “არსენალს”, რომელიც ”არისტოკრატების” გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა მანჩესტერ ”სიტიმ”, რომელსაც 5- თამაშიდან 5 მოგება ჰქონდა და გოლიც კი არ გაუშვია, ყველასთვის მოულოდნელად შინ ”ვესთ ჰემთან” დამარცხდა 2:1.
”ლივერპულმა” სახლში ”ნორვიჩის დამარცხება ვერ შეძლო 1:1, მანჩესტერ ”იუნაიტედმა” კი ”საუთჰემპტონთან” სტუმრად იმარჯვა 3:2.

გთავაზობთ ტურის საუკეთესო თერთმეტეულს.

მეკარე: დე ხეა (მანჩესტერ ”იუნაიტედი”);

მცველები: რიდი (”ვესტ ჰემი”), ზუმა (”ჩელსი”), უილიამსი (”სოუნსი”);

ნახევარმცველები: რიტჩი (”ბორნმუთი”), ფაბრეგასი (”ჩელსი”), დე ბრუინი (”სიტი”), მაჰრეზი (”ლესტერი”);

თავდამსხმელები: მარტიალი (მანჩესტერ ”იუნაიტედი”), იგჰალო (”უოტფორდი”), სონი (”ტოტენჰემი”).