LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისში დროშებს გაშლიან, გერმანია წუთიერი დუმილით დაიწყებს, უეფა გაზპრომს გაწყვეტს: როგორ უჭერს მხარს ფეხბურთი უკრაინას

49
Screenshot 2022-02-26 135108

რუსეთის მორიგ ფაშისტურ ქმედებას არა მარტო პოლიტიკა და საზოგადოება, არამედ სპორტიც გამოეხმაურა. რუსებს გარკვეული სანქციები უკვე დაუწესეს, გარდა ამისა, საფეხბურთიო სამყარო უკრაინას მხარს მორალურადაც უჭერს.

 

კრიშტიანო რონალდო:
„ჩვენ სამყარო უკეთესი უნდა გავხადოთ ჩვენი შვილების გამო.
ვლოცულობ მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში“.

ტომას მიულერი: „ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რაც ხდება. შეაჩერეთ ომი“.

ნაგელსმანი: „შოკში ვარ, ვგმობ ომს. კარგია, რომ უეფამ სწრაფად გადაიტანა ჩემპიონთა ლიგის ფინალი“.

რანგნიკი: „საშინლად სამწუხარო სიტუაციაა. ეს ადამიანური კატასტროფაა“.

კარლო ანჩელოტი: „ბაბუაჩემმა პირველი მსოფლიო ომი გადაიტანა, მამაჩემმა – მეორე. ომი საშინელებაა. წერტილი“.

პელე: „სოლიდარობას გამოვხატავ უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩემი გული მწუხარებითაა სავსე“.

გვარდილა ზინჩენკოს გრძნობებზე: „თქვენ როგორ იგრძნობდით თავს უდანაშაულო ხალხს რომ ხოცავდნენ? ისიც ასე განიცდის“.

 

პოლონელებმა უკრაინის ნაკრებს საშინაო მატჩების ჩატარება თავისთან შეთავაზეს. ალბათ ასეც მოხდება.

უკრაინელი ფეხბურთელები ლეგიონერებად აღარ ჩაითვლებიან პოლონეთში.

„რეალმა“ მხარი დაუჭირა უკრაინელ მეკარე ანდრეი ლუნინს. მას ფეხბურთელებმა და კარლო ანჩელოტიმ მიმართეს, ხოლო პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი დახმარება შეთავაზა. ფეხბურთელი ჩვეულებრივ ვარჯიშობს, თუმცა ასეთი მხარდაჭერა ძალიან ემოციურად მიიღო.

ინგლისის ლიგის თასზე უკრაინის მხარდაჭერა სურთ. „უემბლის“ თაღი უკრაინის დროში ყვითელ-ლურჯ ფერებში განათდება.

ინგლისის პრემიერლიგაში, უახლოეს ტურში უფლება დართეს უკრაინის მხარდასაჭერად უკრაინის დროშები გაშალონ. ეს გულშემატკივრების გარდა მოთამაშეებსა და მწვრთნელებსაც ეხებათ. თუმცა აკრძალულია სხვა სახის პოლიტიკური ჟესტები.

„ევერტონმა“ უარი თქვა მატჩებმდე სირენაზე უკრაინის სიტუაციის გამო.

გერმანიაში კი მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყება. გერმანიის საფეხბურთო ლიგამ (DFL) პირველ და მეორე ბუნდესლიგის ყველა კლუბს ასეთ ნაბიჯზე წასვლის რეკომენდაცია მისცა.

მიუნხენის „ბაიერნმა“ სტადიონი უკრაინის დროშის ფერებში გაანათა.

ამასობაში უეფა აპირებს „გაზპრომთან“ გარიგებაზე უარი თქვას და კონტრაქტის გაწყვეტაზე სამართლებრივ საკითხებზე კონსლუტაციებს გადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები