LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, სკოლაში სწავლის დაწყებას შეძლებენ ბავშვები, რომელთაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ, პარლამენტში ინიცირებულია

130
პარლამენტი

პარლამენტში ინიცირებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლის საფუძველზეც, ბავშვები, რომელთაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ, სკოლაში სწავლის დაწყებას შეძლებენ.

მათთვის „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში საგამონაკლისო ნორმა იწერება.

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს პროექტს, რომლის მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყება შეეძლებათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

ამასთან, როგორც ცნობილია 2026 წლის 5 თებერვლიდან ძალაშია “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილება, რომლითაც სკოლებში სწავლის დაწყების ასაკად 6 წელი განისაზღვრა, რომელიც პირს 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა უსრულდებოდეს.

ცვლილებები განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g