LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინჯია: „ხომ არ დადგა დრო, „Мир-ის“ სისტემას შევუერთდეთ?“

291
BeFunky-collage

ხომ არ დადგა დრო, საქართველო „მირის“ სისტემას შეუერთდეს და მოგება მიიღოს, – ამ კითხვით მიმართა პარლამენტის დეპუტატმა „ევროპელი სოციალისტებიდან“ ფრიდონ ინჯიამ ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს. უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას ინჯიამ თქვა, რომ დროა, საქართველომ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრების განაცხადი კონკრეტული ნაბიჯებით გაამტკიცოს.

„შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ეს არ არის ასეთი ადვილი საკითხი და ამის შესახებ მე 1 კვირით ადრე გთხოვეთ, ხომ არ დადგა დრო, შეიქმნას რაღაც სახელმწიფო კომისია, რომელიც დაგეგმავს, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ განვამტკიცოთ ეს განცხადება.

რაც უნდა დაჩქარებული წესით იყოს და რაღაცა, უკვე ეს პერიოდი, მე მგონი გავიდა, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინას ძაან მძიმედ აქვს საქმე. ის, რაც მე თებერვლის დასაწყისში ვთქვი, იმათ ხელი რომ მოეწერათ მინსკის ხელშეკრულებაზე, სხვანაირად იქნებოდა. ახლა უკვე შეიცვალა. ის აღიარებულია ორი რეგიონი, დანარჩენი უკვე დაშლის პირასაა, სულ სხვა მდგომარეობაა, ამიტომ, იმისთვის, რომ ის ჩვენი განაცხადი იყოს გამაგრებული, საჭიროა, ფეხზე დადგეს ქვეყანა და ის, რომ ჩვენ შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 5 ათასამდეც არ არის, უნდა აიწიოს.

ამისთვის, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, აი სახელმწიფო კომისიისიამ, რა მაქვს პირველ რიგში მხედველობაში: თუ ჩვენ დროზე არ მივიღეთ ზომები, შეიძლება, ხორბლის და საწვავის გარეშე დავრჩეთ, აქედან გამომდინარე, ზომ არ დადგა დრო,  რომ როგორც ეს გააკეთა თურქეთმა, სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის, ჩინეთმა, „მირის“ სისტემას შევუერთდეთ? და ამითი ის გადარიცხვები, რუსული მანეთი რომ იქნება და 34 მილიონ დოლარს რიცხავდნენ ქართველები საქართველოში, რაღაცნაირად დაკომპენსირდეს.

ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ვაძლევთ ხმას რუსეთის წინააღმდეგ, კი ბატონო, მაგრამ ეს არის ბიზნესი და ეს არის ფული, რომლითაც შეიძლება ჩვენი მოსახლეობა ფეხზე დადგეს და ის გადარიცხვები, რაც მოდის იქიდან რომ შევინარჩუნოთ და ხორბალი, რომელიც 2 თვის მარაგიაო, გავიგე, ოქროს ფასი არ დაგვიჯდეს და ის ნავთობი, რომლის 40% რუსეთიდან მოდის, გადავიდეთ და დავიწყოთ ამ მხრივ მოლაპარაკება, რომ ფეხზე დავდგეთ და რაღაცა მოგება მივიღოთ“, – განაცხადა ინჯიამ.

“Мир”-ი რუსეთში და რუსული ბაზრისთვის შექმნილი საბანკო სისტემაა, რომელიც ქვეყნის გარეთაც მუშაობს, სულ რამდენიმე ქვეყანაში. საქართველო არ არის იმ ქვეყნების სიაში, სადაც “Мир”-ი ოფიციალურად გამოიყენება.

“Мир”-ზე მუშაობა რუსეთმა 2014 წელს მას მერე დაიწყო, რაც ყირიმის ანექსიის შემდეგ დასავლეთმა მოსკოვისთვის ფინანსური სანქციების დაწესების პერსპექტივებზე დაიწყო მსჯელობა. დღეს, როცა უკრაინაში ომის დაწყების გამო “VISA”-მ და “Mastercard”-მა რუსეთი დატოვეს, “Мир”-ს უკვე გაცემული აქვს 100 მილიონი ბარათი და ფარავს რუსეთის ფედერაციის ყველა რეგიონს. “Мир”-ი არ მუშაობს ოკუპირებულ ყირიმში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g