აშშ-ში, ჩიკაგოს გარეუბანში ათობით გამვლელმა მოაგროვა და წაიღო ფული, რომელიც ჯავშნიანი საინკასაციო მანქანიდან გადმოცვივდა. ამის შესახებ NBC News წერს.
როდესაც საინკასაციო მანქანა გადაადგილებოდა, მისი უკანა კარი გაიღო და სავალ ნაწილზე გადმოიყარა ფულით სავსე სამი ცალი ტომარა, რომელშიც საერთო ჯამში 300 ათასი დოლარი იყო მოთავსებული.
როდესაც მძღოლი შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა, აღმოაჩინა რომ ფული მთლიანად გამქრალიყო. დაკარგული ნაღდი ფულით 50-დან 100-მდე ადამიანი მიიმალა.
თუ რატომ გაიღო მანქანის კარი, უცნობია და ეს უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს.