LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინსპექცია: სამგორში 7 უკანონო ნაგებობა დავაფიქსირეთ, დემონტაჟისთვის ვადა 4 დღეა

140
131918269-713195796289882-8026436185389744371-n

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, სისტემატურად  მიმდინარე ინსპექტირების შედეგად, კერძოდ, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფო მიწაზე  7 უკანონო მშენებარე შენობა-ნაგებობა დააფიქსირა, –  ამის შესახებ მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განცხადებით, თუ 4 დღესი მეპატრონეები დემონტაჟს არ განახორციელებენ, მაშინ ამას ინსპექციის სამსახური გააკეთებს.

“ინსპექციის თანამშრომლებმა,  ვინაიდან  კანონდამრღვევები  ტერიტორიაზე  არ  იმყოფებოდნენ,   ობიექტებზე გამაფრთხილებელი მოთხოვნები გამოაკრეს.

კანონის  მოთხოვნის  თანახმად, სამართალდამრღვევი ვალდებულია, უმოკლეს ვადაში დაგვიკავშირდეს საბუთზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე და თავად მოახდინოს უკანონო ნაგებობის დემონტაჟი.

მედიის საშუალებით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, ოთხი დღის ვადაში განახორციელონ სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობების დემონტაჟი. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისის მუნიციპალური ინსპექცია, კანონის შესაბამისად  დაიწყებს ამ შენობა-ნაგებობების დემონტაჟს.

კიდევ  ერთხელ    ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: თბილისის მუნიციპალიტეტი არ  და ვერ დაუშვებს სახელმწიფო მიწის მიტაცების ფაქტებს. მუნიციპალური ინსპექცია მაშტაბურ  რეიდებს ატარებს და  თითოეულ  გამოვლენილ დარღვევაზე  იქნება კანონის შესაბამისი  რეაგირება”– აღნიშნა მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა.

ლევან ჯღარკავამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ინსპექცია უფლებამოსილია შესაბამისი რეაგირება მოხადინოს იმ უკანონო მშენებლობების დემონტაჟზე, სადაც მობინადრეები არ ცხოვრობენ.

“მინდა გამოვეხმაურო იმ მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას, რაც მიზნად  ისახავს მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას, თითქოს მერია სახლებიდან ყრის გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველ ადამიანებს და უნგრევს მათ საცხოვრებელს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია მოახდინოს მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარე უკანონო მშენებლობის დემონტაჟი, სადაც მობინადრეები არ ცხოვრობენ. რაც შეეხება უკვე შესახლებულ შენობებს, მათზე სხვა საკანონმდებლო წესი მოქმედებს, რაც მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება.”– აცხადებს თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი.

 

magti 5g