LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ინსტაგრამი“ ნაკლებად პოპულარული ვიდეოების ხარისხს შეამცირებს

126
page

სოციალური პლატფორმა „ინსტაგრამი“, ნაკლებად პოპულარული ვიდეოების ხარისხს შეამცირებს. ამის შესახებ „ინსტაგრამის“ ხელმძღვანელმა ადამ მოსერიმ განაცხადა.

მისი თქმით, პლატფორმაზე სულ მალე ვიდეოს პოპულარობა მისივე ხარისხის განმსაზღვრელი იქნება. ანუ, მომავალში პოპულარულ ვიდეოებს მაღალი ხარისხით ვნახავთ, ნაკლებად პოპულარულს კი, შედარებით დაბალი ხარისხით.

აღნიშნულ სიახლეს ბევრი კრიტიკა მოჰყვა. მომხმარებელთა აზრით, აღნიშნული მიდგომით სისტემა პოპულარულ კრეატორებს აძლევს პრივილეგიას და არა, შედარებით მცირე მასშტაბზე მოღვაწე ანგარიშებს.

„ინსტაგრამი“ მოზარდებისთვის შეზღუდვებსა და მშობლების კონტროლის ფუნქციას დაამატებს

მეტი ტექნოლოგიური სიახლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები