LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტში განახლებული Volkswagen Golf-ის ფოტოები გავრცელდა

49

გამოცემა Carscoops-მა განახლებული Volkswagen Golf-ის ფოტოები პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ მოდელის ონლაინ-პრემიერა დღეს, თბილისის დროით 15.30-ზე შედგება. ფოტოების მიხედვით, რომელზეც განახლებული Golf-ია გამოსახული, შესამჩნევია შეცვლილი ბამპერი და ასევე განათების სისტემა, რომელიც სტანდარტულისგან გასნხვავებით დიოდურია და გაცილებით უკეთესი წარმადობით ხასიათდება.

როგორც მანამდე იყო ცნობილი, ახალი მოდელისთვის ხელმისაწვდომია სპეციალური ციფრული პანელი Virtual Cockpit, რომელიც 12.3 ინჩიანი დიაგონალის მქონე დისფლეით იქნება აღჭურვილი და ახალი მულტიმედიური კომპლექსი, რომელიც ძალიან წააგავს უკანასკნელი Passat-ის მულტიმედიურ სისტემას.

ახალი ,,ლამაზმანის’’ ძრავი 1.5 ლიტრიანი ტურბინირებული 4 ცილინდრიანი ძრავით განისაზღვრა, რომელიც 150 ცხენის ძალის სიმძლავრისაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები