LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტში Samsung Galaxy S8-ისა და S8 Plus-ის ოფიციალური რენდერები გავრცელდა

206

ევან ბლასსმა ტრადიციულად Samsung-ის ფლაგმანური მოდელების სავარაუდო რენდერები გაავრცელა. საგულისხმოა, რომ ეს არაა ზუსტად ახალი გაჯეტების ამსახველი ფოტოები, თუმცა, როგორც სანდო წყარო აღნიშნავს, გამოსახულებები 90%-ით სმარტფონების ოფიციალური ვერსიების მსგავსია.

ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ კორეული ბრენდის ახალი ,,ლამაზმანები” წარმოდგენილია დისფლეის ირგვლივ შემცირებული ჩარჩოს ზომით. ასევე შესამჩნევია USB Type-C და თითის ანაბეჭდის სენსორი, რომელიც გადატანილია უკან, კამერის გვერდით. ფიზიკური ღილაკი ახალი მოდელის წინა პანელზე აღარ გვხვდება. როგორც იქნა, Samsung-ი განთავისუფლდა ფიზიკური ღილაკისგან. ასევე ფლაგმანების უკანა პანელზე განთავსდება სპეციალური ღილაკი, რომელიც ვირტუალურ დამხმარეს – Bixby-ს გამოიძახებს.

Galaxy S8-ისა და Galaxy S8 Plus-ის პრეზენტაცია 2017 წლის 29 მარტს შედგება. მათი სავარაუდო ფასი, მინიმალური შიდა მეხსიერებით – Galaxy S8-ისთვის 799 ამერიკული დოლარი, ხოლო Galaxy S8 Plus-ისთვის 899 ამერიკული დოლარი იქნება.

გთავაზობთ ფოტოებს: