LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იოგის მოყვარულებს ინდოეთი ამიერიდან სპეციალურ ვიზას მისცემს

46
AYUSH-MODI-WHO

ინდოეთში იმ ტურისტებს, ვინც გამაჯანსაღებელ და სამკურნალო აქტივობებს გეგმავს, ახალ AYUSH ვიზას მისცემენ.

უცხოელი მოგზაურებისთვის ახალი ტიპის ვიზის გაცემის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ მინისტრმა გააკეთა. AYUSH გააერთიანებს – იოგას, ჰომეოპათიას, სიდჰას და კიდევ ბევრ სწავლებას. ასე რომ ის ვიზიტორები, ვისაც ინდოეთის მონახულება სულიერი განწმენდისთვის სურს, ვიზას კიდევ უფრო მარტივად მიიღებენ.

ხელისუფლებას სურს, რომ ტრადიციული ინდური მედიცინა ტურისტულ ბაზარზე მაქსიმალურად მოთხოვნადი გახადოს და ამიერიდან აქცენტი სწორედ ამ სფეროზე გაკეთდეს. გამაჯანსაღებელი ცენტრები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მოეწყობა და არსებულ პოტენციალს ადგილობრივები მაქსიმალურად გამოიყენებენ.

სამედიცინო ტურიზმის იდეა Covid-19-ის დროს, მსოფლიოში დასადგურებული პანიკის ფონზე გაჩნდა.

თუ როდიდან დაიწყება AYUSH ვიზების გაცემა და რა იქნება მათი ღირებულება – ჯერ-ჯერობით არ ზუსტდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები