LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იორმუღანლოში დაიჭირეს ჩვენი აქტიური წევრი – ვუსალ კაიბოვი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის ჩვენს ადგილობრივ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა… 26 ოქტომბერს ეს სისტემა აუცილებლად დაასრულებს ფართხალს, დასრულდება პოლიტიკური დევნა“ – საბა ბუაძე

265
საბა ბუაძე, „ძლიერი საქართველო“

„გუშინ, იორმუღანლოში დაიჭირეს ჩვენი მხარდამჭერი და აქტიური წევრი. კერძოდ, ჩვენი რეგიონალური ლიდერის, აგილ მუსტაფაევის ვიზიტის პარალელურად, ვუსალ კაიბოვი დააკავეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის ჩვენს ადგილობრივ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა“ – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ოპონენტების პოლიტიკურ დევნას აგრძელებს.

მისივე თქმით, „26 ოქტომბერს სარეფერენდუმო მნიშვნელობის არჩევნებზე, დასრულდება იარაღის ჩადება და პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა”:

„ხელისუფლების დაკარგვის შიშისგან აკანკალებული ივანიშვილის რუსული სისტემა პოლიტიკურ დევნას აგრძელებს. გუშინ, იორმუღანლოში დაიჭირეს ჩვენი მხარდამჭერი და აქტიური წევრი. კერძოდ, ჩვენი რეგიონალური ლიდერის, აგილ მუსტაფაევის ვიზიტის პარალელურად, ვუსალ კაიბოვი დააკავეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის ჩვენს ადგილობრივ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა.

ცხადია, არსებობს ერთადერთი პოლიტიკური ნიშანი, სრულიად აბსურდული მოცემულობის გამო ადამიანი დააკავეს. გააგრძელეს ამით პოლიტიკური დავალების და დაკვეთის შესრულება ადამიანებმა, რომლებიც შეშინებულები არიან ხელისუფლების დაკარგვით. 26 ოქტომბერს ეს სისტემა აუცილებლად დაასრულებს ფართხალს, როცა დამთავრდება ივანიშვილის რუსული მმართველობა და მასთან ერთად დასრულდება პოლიტიკური დევნა.

გუშინ, ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი ძალიან ცალსახა მაგალითი. ჩვენ ძალიან მჭიდროდ გავაგრძელებთ მუშაობას და ყველა ადამიანის გვერდით დგომას, რომელიც თავისი წვლილის შეტანისთვის არის მზად ამ რუსული სპეცოპერაციის შესაჩერებლად.

ყველა იმ ადამიანთან ვიბრძოლებთ, რომელიც ხელისუფლების მხრიდან განიცდის შევიწროებას, მაგრამ ამ ყველაფრის დასასრულებლად მთავარი იარაღი არის ჩვენს ხელში, ამომრჩევლების ხელში – ეს არის ხმა, რომელიც უნდა მივცეთ ცვლილების სასიკეთოდ და ამ რუსული რეჟიმის საწინააღმდეგოდ. უნდა გავაფორმოთ საზოგადოებაში არსებული განწყობა 26 ოქტომბრის სარეფერენდუმო მნიშვნელობის არჩევნებზე, სადაც დასრულდება იარაღის ჩადება და პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა” – აღნიშნა ბუაძემ.

🟡 "ხელისუფლების დაკარგვის შიშისგან აკანკალებული ივანიშვილის რუსული სისტემა აგრძელებს პოლიტიკურ დევნას. გუშინ, იორმუღანლოში, ჩვენი რეგიონალური ლიდერის, აგილ მუსტაფაევის ვიზიტის პარალელურად, პოლიტიკური ნიშნით დაიჭირეს ჩვენი მხარდამჭერი და აქტიური წევრი, იუსალ გეიბოვი. ჩვენ გვერდით დავუდგებით ყველა იმ ადამიანს, რომელიც მზად არის ამ რუსული სპეცოპერაციის შესაჩერებლად თავისი წვლილი შეიტანოს. ასეთი ადამიანი არის სწორედ იუსალ გეიბოვი. 26 ოქტომბერს ეს სისტემა აუცილებლად დაასრულებს ფართხალს, როცა დამთავრდება ივანიშვილის რუსული მმართველობა და მასთან ერთად დასრულდება პოლიტიკური დევნა!" 🗣 საბა ბუაძე

Posted by ძლიერი საქართველო • Dzlieri Sakartvelo on სამშაბათი, 10 სექტემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g