LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იოსებ ხახალეიშვილს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს

97
image-2021-10-20-111323

“პატივისა და ღირსების შემლახველი” ინფორმაციის გავრცელებისთვის იოსებ ხახალეიშვილი ნიკა გვარამიასა და “მთავარი არხის” ჟურნალისტის ეკა გაგუას წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს.

” ჩემი მოთხოვნაა, იგივე ტელევიზიის მიერ საჯაროდ უარყოფილ იქნას ცილისმწამებლური ინფორმაცია და იმავე მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება 55 555 ლარის ოდენობით.” – აცხადებს ხახალეიშვილი

საქმის მოგების შემთხვევაში, თანხა გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში „ქუთაისი“, რომლის ძირითადი საქმიანობა მძიმე კატეგორიის დაავადებულების დახმარებაა.

როგორც ხახალეიშვილი ბრიფინგზე აცხადებს, მისი ინფორმაციით “ქართული ოცნების” სხვა წევრებიც აპირებელ სამართლებრივ ბრძოლას.

“ეს არის ბრძოლა ტყუილებისა და შეურცხყოფის წინააღმდეგ” – აცხადებს ხახალეიშვილი

“პირობას ვდებ, ვიბრძოლებ ყველა – ადგილობრივ/ეროვნულ, თუ ნებისმიერ სამართლებრივ ინსტანციაში, რომ საბოლოოდ საქართველოში დასრულდეს წარსულის ეს ერთხელ უკვე უარყოფილი ტრადიცია – ცილისმწამებლური მითების შეთხზვა განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებისთვის! – აცხადებს ხახალეიშვილი

ვიბრძოლებ იმისთვის, რომ არა მხოლოდ ჩემი, თქვენი ღირსებაც არ შეილახოს არასდროს ასე ცილისწამებით! გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე! – განაცხადა ბრიფინგზე იოსებ ხახალეიშვილმა.

მერობის კანდიდატმა სარჩელს ხელი ჟურნალისტების თანდასწრებით მოაწერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები