LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იოსელიანი: “ოცნების” არ მჯერა-მეთქი, რომ ვთქვა, სახლში წავიდე და ეს ზაფხული ძალიან კარგად დავისვენო, პასუხისმგებლიანი საქციელი იქნება?

107
ლევან იოსელიანი

პარტია “მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი პუნქტების შესასრულებლად დაწყებულ პროცესში ყველა უნდა ჩაერთოს.

იოსელიანის თქმით, ბუტიაობას ყველა უნდა შეეშვას, მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პროცესში სახალხო დამცველის აპარატიც ერთვება:

“რუსთაველის გამზირზე საქართველოს მოქალაქეები როცა გამოდიან, ეს არ ნიშნავს, რომ რევოლუციის მოსაწყობად გამოდიან. საპროტესტო აქციაზე იყვნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანები, იქ იყვნენ, ძირითადად, ქალები, ბავშვები და როგორ წარმოგიდგენიათ, სადმე შესავარდნად იყვნენ გამოსული?

ხალხი გამოვიდა, რომ ხელისუფლებისთვის ნათელი გზავნილი გაეგზავნათ – რომ პროდასავლური კურსიდან გადახვევას არ აპატიებს; ამ ქვეყნის არჩევანია ევროპა და ხელისუფლებამ, ოპოზიციამ 12 პუნქტის განხორციელებაზე უნდა იმუშაოს.

ყველამ თავი უნდა დაანებოს ბუტიაობას, თავისი დღის წესრიგით ხელმძღვანელობას და ჩაერთოს ამ პროცესში.

ეს არ არის არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის მიერ ინიცირებული დღის წესრიგი, ეს არის ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტი, სადაც წერია, რომ ოპოზიცია პროცესში უნდა მონაწილეობდეს. ვალდებული ვართ, საზოგადოებას ვაჩვენოთ, რა ხდება სასამართლოში, ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. რა უფრო მნიშვნელოვანია, რას იტყვის “ქართული ოცნება”, თუ – არსებობს თუ არა რეალური მზაობა რეფორმების განსახორციელებლად.

“ქართული ოცნების” არ მჯერა-მეთქი, რომ ვთქვა, სახლში წავიდე და ეს ზაფხული ძალიან კარგად დავისვენო, პასუხისმგებლიანი საქციელი იქნება? ერთი ადამიანი 12 ჯგუფში ვერ ვიქნები და ამას ოპოზიციიდან რესურსი სჭირდება.

ჩემი ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატი ამ პროცესში ერთვება. სწორია, უნდა ჩაერთოს და საზოგადოებას ვაჩვენოთ, მზად არის თუ არა “ქართული ოცნება”, რეფორმები გაატაროს. ხალხი რომ მკითხავს, რა გავაკეთე 12 პუნქტის შესასრულებლად, პასუხი უნდა მქონდეს, სად, რა დავაყენე. გავიტან თუ არა, მთავარია, ჩემი მანდატის ფარგლებში უნდა ვიმუშაო. ჩემი მანდატის ფარგლებში მოქმედებას ასე ვხედავ. ვინმე თუ მიიჩნევს, რომ უნდა ჰქონდეს მანდატი, ისარგებლოს პრივილეგიით, მაგრამ ამ შენობაში არ უნდა შემოვიდეს, კარგად დაისვენოს, ეს მისი არჩევანია, მაგრამ ევროკომისიის რეკომენდაციები ამ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის განმსაზღვრელია”, – აღნიშნა იოსელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g