კომპანია Apple ახალი სმარტფონის გამოშვებას სექტემბერში გეგმავს, ეს ფაქტი კი გაჯეტების ბაზარზე სერიოზულ გავლენას იქონიებს. ცნობილია, რომ iPhone-ის გარდა, ამავე პერიოდში საკუთარი სიახლეების წარმოჩენას Samsung და LG გეგმავენ.
Samsung Galaxy S8-ის ახალი ვერსიები სამ ფერში იქნება წარმოდგენილი: ცისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი, რაც შეეხება Galaxy S8 plus-ს, ის ნაცრისფერ და ოქროსფერ ტონალობებში იქნება.
რაც შეეხება LG-ის, ისიც ერთდროულად ორი სმარტფონის, LG G6 Pro-ს და G6 Plus-ის გამოშვებას გეგმავს. გასაკვირია ისიც, რომ ორივე დევაისი საკმაოდ მოძველებულ პროცესორზე – Snapdragon 821-ზე იმუშავებს.