LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

iPhone ბიუსტჰალტერში გადაღებულ ფოტოებს სპეციალურ კატეგორიებში ათავსებს

46

iPhone ბიუსტჰალტერში გადაღებულ ფოტოებს სპეციალურ კატეგორიებში ათავსებს. ახალი ფუნქცია iOS 11-ის სისტემას აქვს, რაც ფოტოების ამოცნობის უნიკალური კოდის დამსახურებაა. მაგალითად, თუკი iPhone-ის მფლობელი საძიებო სისტემაში „ბიუსტჰალტერს“ ან ინგლისურად – „Brassiere”-ს ჩაწერს, შესაბამისი ფოტო მოიძებნება. აღსანიშნავია, რომ საინტერესო სიახლე პირველად Twitter-ის მომხმარებლებმა აღმოაჩინეს და ქსელში ნამდვილი აჟიოტაჟიც ატეხეს. თუმცა, ბიუსტჰალტერი ერთადერთი ნივთი არ არის, რასაც ახალი iOs ცნობს და მას ფოტოებზე 1000-მდე ობიექტის, ხილის, ბოსტნეულის, ადამიანებისა და სკულპტურების ამოცნობაც კი შეუძლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები