LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იპოვეთ 10 განსხვავება“ – დონალდ და მელანია ტრამპების მისალოცი ბარათი კრიტიკის ობიექტი ხდება

528
page

„თეთრმა სახლმა“ საზოგადოებას ტრადიციული საშობაო ღია ბარათი წარუდგინა, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და პირველი ლედი, მელანია ტრამპი ერთად არიან აღბეჭდილნი. წყვილი ხელჩაკიდებული დგას, ეს ჟესტი კი დიდ იშვიათობას წარმოადგენს.

55 წლის მელანიამ ფოტოსესიისთვის დახურული, გრძელი შავ კაბა შეარჩია, 79 წლის დონალდს კი კლასიკური შავი სმოკინგში ეცვა.

თუმცა, ფოტო სოციალურ ქსელებში სადღესასწაულო განწყობასთან ნაკლებად დააკავშირეს. კომენტარებში არაერთმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ წყვილის სახის გამომეტყველება შობის სიხარულს არ ასახავს და ზოგიერთის შეფასებით, ისინი ისე გამოიყურებიან, „თითქოს დაკრძალვისთვის ემზადებიან“.

„უკიდურესად დეპრესიულ ფოტოა“, „წინა ბარათებთან შედარებით ყველაზე უღიმღამოა“, „იპოვეთ 10 განსხვავება“, – წერენ კომენტარებში და ახალ ბარათს წყვილის 2018 წლის ფოტოს ადარებენ, რომელშიც ორივე მათგანს ბედნიერი სადღესასწაულო გამომეტყველება აქვს.

მელანია ტრამპმა საშობაო სეზონი გახსნა – თეთრი სახლის მთავარი საახალწლო დეკორაცია დონალდ ტრამპის პორტრეტია

ფოტო/ვიდეო: „დიორის” თეთრი მანტო და „მანოლო ბლანიკის” ფეხსაცმელი – მელანია ტრამპმა „თეთრი სახლის“ საშობაო სეზონი ოფიციალურად გახსნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები