LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე იქით შევწირე ყველაფერი დადიანებს და საპატრიარქოს, ჩემი ორგანიზებული არაფერია – კეკუტია

366
კლიმენტი

ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია აცხადებს, რომ სალხინოს მამათა მონასტერში ხალხის მობილიზება მას არ მოუხდენია. ის ასევე უარყოფს იმას, რომ მონასტერში მის გამოჩენას დაპირისპირება მოჰყვა.

“მე იქით შევწირე ყველაფერი დადიანებს და საპატრიარქოს. არა მგონია, რომ ჩემმა აქ გამოჩენამ საერთოდ გამოიწვიოს დაპირისპირება, არასდროს გამოუწვევია.

არც ერთ შემთხვევაში არ ვარ ამ ხალხის უკან, როგორც დამფინანსებელი. ხალხი მოდის თავის ნება-სურვილით ეკლესიაში, იზეიმოს დღევანდელი დღესასწაული. ჩემი ორგანიზებული არაფერია, ეს ხალხი თავისი ნებით მოდის, ძალიან უყვართ პატრიარქი და იმიტომ. მე აქ არავის დავალებით არ დავდივარ. შემიშვით. დღეს ეკლესიაში, ვილოცოთ,” – განაცხადა კლიმენტი კეკუტიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, ჭყონდიდის ეპარქიაში ბზობის სადღესასწაულო წირვა-ლოცვა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას ჭყონდიდის ეპარქიაში მორიგი დაპირისპირება მოჰყვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g