“ზღვაზე ბანაობასა და კოვიდს შორის პირდაპირი რისკის კავშირები ჯერ არავის დაუდგენია”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა სამსახურის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით სეზონის მოახლოებასთან ერთად დაავადებათა კონტროლის ცენტრი კონკრეტულ რეკომენდაციებს გასცემს.
“სამხრეთის ქვეყნებში, სადაც ზღვის სეზონმა უკვე გაიარა, იქაც გარკვეულ წესებს მიმართავდნენ და ეს იყო ისევ და ისევ ფიზიკური დისტანცირება, რაც გულისხმობდა იმას, რომ პლაჟებზე თავშეყრა და სიმჭიდროვე კონტროლირებული იყო. შევხედოთ, როგორი იქნება ეპიდსიტუაცია ზღვის სეზონის გააქტიურებასთან ერთად, როდესაც მართლა რეალურად დაიწყება სიცხეები და პლაჟზე უფრო მეტ ადამიანს მოუნდება გასვლა”.
მისი თქმით, რეკომენდაციები სეზონთან მიახლოებისას უფრო ზუსტი იქნება, თუმცა, აღნიშნავს, რომ ფიზიკური დისტანციის დაცვით “არც ზღვისპირას გასეირნება იქნება ურიგო”.
