LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ფავლენიშვილი: „ერთიანობა ვერ გამოვა ისეთ ხალხთან, რომელიც წინააღმდეგობაში არ რჩება და პროტესტს არ უერთდება“

110
ირაკლი ფავლენიშვილი

„ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ერთი წელი გავიდა იმის შემდგომ, რაც აბსოლუტურად სხვა ფაზაში გადავიდა ქართველი ხალხის ბრძოლა ტირანიის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, პირველ რიგში, ჩვენ ქვეყანას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას და მთელ მსოფლიოსაც, რომ პროტესტი გრძელდება გამარჯვებამდე“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ვიკა ფილფანი 28 ოქტომბრის აქციაზე: „ჩვენ არ ვიქნებით არსად, სადაც იქნება „ნაცმოძრაობა“

„გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ამ ადამიანების გულწრფელი პროტესტი მიწასთან გაასწორეს და გვირგვინი დაადგეს 4 ოქტომბრის პროვოკაციის სახით“ – განაცხადა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა.

ფავლენიშვილის განცხადებით, აქცია, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე იმართება, უპრეცედენტოა. მისივე თქმით „ბრძოლა იქნება იქამდე, სანამ ქვეყანაში არ გაირკვევა, ცივილიზაციურად ჩვენ ვართ დასავლეთი თუ აღმოსავლეთი“

„ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ერთი წელი გავიდა იმის შემდგომ, რაც აბსოლუტურად სხვა ფაზაში გადავიდა ქართველი ხალხის ბრძოლა ტირანიის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, პირველ რიგში, ჩვენ ქვეყანას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას და მთელ მსოფლიოსაც, რომ პროტესტი გრძელდება გამარჯვებამდე, ბოლომდე და ბოლომდე ნიშნავს გამარჯვებამდე პროტესტს. ეს არის უპრეცედენტო, უწყვეტი პროტესტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მიუხედავად იმისა, რომ უპრეცედენტო იყო, მათ შორის რეპრესიები, რომელიც განხორციელდა ამ წლის მანძილზე. ხალხი მაინც არ გატყდა, მაინც აგრძელებს პროტესტს და რუსთაველის გამზირზე, ყოველ დღე, ათასობით ადამიანი იკრიბება. რა თქმა უნდა, დღეს უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ჩვენი ბრძოლა იქნება იქამდე, სანამ ქვეყანაში არ გაირკვევა, ცივილიზაციურად ჩვენ ვართ დასავლეთი თუ აღმოსავლეთი. დარწმუნებული ვარ, გაირკვევა, რომ ვართ დასავლეთი და მათ შორის, გაირკვევა, ჩვენ გვსურს დემოკრატიული რესპუბლიკა, თუ ავტორიტარული სახელმწიფო. დარწმუნებული ვარ, აქაც გაირკვევა, რომ დემოკრატიაში გვინდა ცხოვრება“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ფავლენიშვილმა ისაუბრა ოპოზიციის იმ ნაწილზე, რომელთანაც, მისვე შეფასებით, ერთიანობა არ გამოვა:

„ერთიანობა ვერ გამოვა ისეთ ხალხთან, რომელიც წინააღმდეგობაში არ რჩება და პროტესტს არ უერთდება, მათ შორის 28 ნოემბრის აქციას არ უერთდება. ასეთ ადამიანებთან რა ერთობაზე უნდა იყოს საუბარი, რა თქმა უნდა,ეს წარმოუდგენელია“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

🔻💬 „რა მოლოდინი უნდა მქონდეს? ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაში არიან?! არ აქვს არსებითი მნიშვნელობა რამდენი იქნება, 10 ცალი,…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025
magti 5g