საქართველოს მთავრობის მეთაური აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიწვევით ბაქოში გაემგზავრა.
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიო სტუმრის სტატუსით SPECA-ს (გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის) ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ მთავრობის მეთაურთა სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტსაც შეხვდება.
SPECA-ს დაარსებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ფორუმი წელს აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით ტარდება.